-
მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”
January 17, 2025
Uncategorized
-
12 იანვარს, შპს სკოლა ” მზეკაბანი 2007 -ის ” სააქტო დარბაზში მესამედ გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია ” ნინე”,რომელშიც მონაწილეობდა მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების 10 პედაგოგი.საკუთარი წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება კოლეგებისთვის -ასეთია კონფ ერენცია ” ნინეს” მიზანი. დღეს ათმა პედაგოგმა შესანიშნავი პრეზენტაციებით გააცნო აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება კონფერენციაში მონაწილეობდნენ:1. ნანა სვანიძე – შპს სკოლა ” “მზეკაბანი -2007- ის” ინგლისური ენის პედაგოგი. თემა “თამაშით სწავლება, როგორც უცხო ენის შესწავლის სტრატეგია და რესურსი”2. დარეჯან ჭანტურიძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის” რუსული ენის მასწავლებელი, VI კლასის დამრიგებელი. თემა ” დამრიგებლობა ყველაზე ტკბილი პერიოდი”3.ნინო გვენეტაძე – შპს სკოლა მზეკაბანი -2007-ის”, მ.ბუცხრიკიძის სახ.ალისუბნის მეორე საჯარო სკოლისა და შორაპნის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. თემა ” არაფორმალური განათლების როლი მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაში”4. მაია მელუავა- ნახშირღელის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. თემა ” ლირიკული ნაწარმოების სწავლების ფსიქოლოგიურ- მეთოდიკური ასპექტები”5. მადონა ჭანტურიძე- ზედა საზანოს საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.თემა ” სამაგიდო თამაშები მათემატიკაში”6.ქეთევან ზარნაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის” ისტორიის მასწავლებელი.თემა ” მაკეტების ისტორია”7. ლონდა ტოფაძე- შპს სკოლა ” მზეკაბანი- 2007-ის “დაწყებითი კლასის მასწავლებელი. თემა ” რა არის ხელოვნური ინტელექტი?”8. ზურა ბარბაქაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი.თემა ” ბერიკაობა”9.მანანა აბრამიშვილი – შპს სკოლა ” მზეკაბანი – 2007-ის” ბიოლოგიის მასწავლებელი. თემა ” სიცოცხლის კიბე” შემოქმედებით-შემეცნებითი დავალება”10. ნინო სირბილაძე – შპს სკოლა ” მზეკაბანი -2007-ის ” დაწყებითი კლასის მასწავლებელი .თემა ” ეფექტური სწავლა- სწავლების პროცესი კოგნიტური სქემებითა და თვალსაჩინოებების გამოყენებით”კონფერენციას ესწრებოდნენ პედაგოგები და თერჯოლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან შეყრილაძე.შეხვედრის ბოლოს პრეზენტატორ პედაგოგებს გადაეცათ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები, რომლებიც შპს სკოლა ” მზეკაბანის” დირექტორის – ნატა ცხადაძის მიერაა დაწესებული.კონფერენციის ბოლო მაჟორული აკორდი გახლდათ მუსიკის პედაგოგის – გულთამზე კუბლაშვილის დაჯილდოება სკოლის დირექციის მიერ. მას, როგორც ამაგდარ პედაგოგს , სკოლის წარმატებებში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის , გადაეცა დიპლომი და სიმბოლურად “ვიოლინოს გასაღები” ( კედლის საათი), რომელიც ,ალბათ, რეაბილიტირებულ მუსიკალურ სკოლაში დაამშვენებს მის კაბინეტს!
Leave a reply