-
მარიამ ყიფიანის პერსონალური გამოფენა
February 4, 2025
Uncategorized
-
31 იანვარს, თერჯოლის სამხატვრო სკოლაში გაიმართა VI კლასის მოსწავლის, მარიამ ყიფიანის პერსონალური გამოფენა. გამოფენას ესტუმრნენ თერჯოლის სხვადასხვა ორგანიზაციისა და დაწესებულების წარმომადგენლები, ქალაქის მერი ბ.მანუჩარ რობაქიძე, სკოლა მზეკაბანი- 2007 – ის ხარისხის მართვის მენეჯერი ქ. აზა მემანიშვილი, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებელი ბ.არნოლდ დოლაკიძე , მარიამის თანაკლასელები, მეგობრები , უახლოესი ადამიანები.დიდი მადლობა სამხატვრო სკოლის დირექტორს ქ. თამარ ღარიბაშვილს, მთელ სამხატვრო კოლექტივს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისათვის.მარიამი ჩვენი სკოლისა და კლასის განძია, რომელიც ასევე არის ღირსეული, მოწესრიგებული, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ,სულიერად და შემოქმედებითად მდიდარი გოგონა.მარიამ, გვეამაყება შენი არსებობა, წარმატებული მომავალი დაგბედებოდეს!
Leave a reply