“მზეკაბანის” სიამაყე – ქალბატონი მანანა წერეთელი.
კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა თერჯოლის ქალთა საბჭოს ისტორიაში. კიდევ ერთხელ იფრქვეოდა ულამაზესი ლექსების სტრიქონები სხდომათა დარბაზში. კიდევ ერთ შემოქმედ ქალბატონს უმასპინძლა თერჯოლის ქალთა საბჭომ. ეს გახლდათ ,,მზეკაბანი-2007”-ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ქ-ნი მანანა წერეთელი.
ქ-ნი მანანა დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა, რომლის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისი ცხოვრება თერჯოლას დაუკავშირა, ოჯახიც აქვე შექმნა და პირველი სამუშაო გამოცდილებაც მიიღო რაიონულ გაზეთ ,,თერჯოლის“ რედაქციაში, რის შემდეგაც 20 წელიწადი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თერჯოლის N1საჯარო სკოლაში. დღეს კი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,მზეკაბანთან“- განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერასთან მუნიციპალიტეტში და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ის ამ სკოლის სული და გულია, მისი განუყოფელი ნაწილია, სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სცენარების ავტორი და რეჟისორია. მისი მოსწავლეები კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასაოცარ შედეგებს დებენ.
ქ-ნ მანანას გამოცემული აქვს ლექსების კრებული ,,მზის საგალობელი“. ახლო ხანებში იგეგმება გამოცემა მისი ახალი ლექსების კრებულისა ,,პირობით ზღვართან“.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, ცხოვრებისთვის თავი არ დაუხრია. ღირსეულად ზიდა ცხოვრების ჭაპანი და დღეს ხარობს თავისი ოთხი შვილის ბედნიერებით, რომლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.
ისე საოცრად გადმოსცა ქ-ნი მანანას პიროვნება მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეთორმეტეკლასელმა ,,მზეკაბანელმა“ გოგონამ, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოს სათქმელიც არ დაგვიტოვა.
,,უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. საძრაობადაკარგულმა გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე. ტვინის უჯრედებს თვალი გადავავლე, ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი სახლიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა ჟრუანტელი შემიკიდა, გული ამიჩქარა და დამდორებული სისხლი ამიძრავა ძარღვებში . უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც, თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა :
,, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო .
ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ? „
ამაზე პასუხი ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით ვიპოვე . მე არ ვიცი , როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა , რომელთაც მის მიმართ ვგრძნობ . სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის საწინდარია . მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია, რომ ეს მყისიერად ვერ იგრძნო . ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია , ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნეთში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე ,,ფეხზე დგომა ‘’ მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკაც ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში ,, ლომის წილი ‘’ სწორედ მისია . ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა . იგი არ ქმნის ჩარჩოებს , იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის ,, გამოყენებაც ‘’ წარმატების გარანტია . ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი .
კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე . დრო მიექანება უბელო რაშივით და ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები მესმის : ,, დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე , რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ ! ‘’ … მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, ,, საუკუნო საგზლად ‘’ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე ჩემო ძვირფასო მასწავლებელო !“
თერჯოლის ქალთა საბჭო მადლობას უხდის ქ-ნ მანანა წერეთელს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს!


სხვა სიახლეები
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
დედის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებამ გულები სიხარულითა და ემოციებით აავსო
პატარებმა დედებთან ერთად ...
საგანმანათლებლო რესურსცენტრის პროექტის ,,ვირჩევ პროფესიას”
განხორციელება გრძელდება.
ისევ ღია გაკვეთილები...
ჩვენი საქართველო/სპორტი - კერძო სკოლა ,,მზეკაბანი 200...
დედის დღე მზეკაბანში
ძალიან ლამაზად, ფერადად,ემოციურად სიყვარულით, ჩახუტებით,მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს მესამეკლასელმა "მზეკაბანელებმა" დედი...
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები
კერძებისა და ტკბილეულის რეცეპტები მზეკაბანელი მეათეკლასელებისგან, რა თქმა უნდა უცხოურ ენაზე (რუსული ენა).
უცხოური ენის ...
მზეკაბანელების სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ,,ცენტრის” აგრონომთა კლუბის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე
მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასათბურე პირობებში გამოყვანილი და ღია გრუნტში გადატანილი აღმონაცენები. ინტერესით ჩაერთნენ და ხალისით აითვისე...
პრეზენტაცია ” Моя комната”
მეექვსე კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის გაკვეთილზე წარმოადგინეს საკუთარი ხელით დახატული ნახატები, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმ...
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული
დავით აღმაშენებლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მესამეკლასელებმა ( ხელმძღვანელი ლია ნიკოლაძე) საინტერესო პრეზენტაცია ...
მარიამ ნიშნიანიძემ შეძლო ქიმია შეგირდებისათვის საინტერესო და საყვარელ საგნად აქცია.
" ჩვენ ვითვლით კალორიებს" ( ენერგეტიკული ღირებულებების განსაზღვრა საკვებ პროდუქტებში) ასეთი გახლდათ თემა,რომელიც მთლიანად ექსპერიმ...
მრავალფეროვანი რესურსებითა და აქტივობებით დატვირთული ინგლისური ენის გაკვეთილი მეორე კლასში.
ნანა მასწავლებელმა ჩვეული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყო გაკვეთილი, ყველა მოსწავლე თანაბრად ჩაერთო საგაკვეთილო პროცესში. პატარებმა...
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე!
წიგნის საჯარო კითხვის კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბევრი ღონისძიება ჩატარდა. წიგნის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულე...