-
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
June 4, 2018 Uncategorized
-
საქართველოს პირველი დემოკრატიული რეპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი თერჯოლის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს სკანდას ციხიდან მიულოცეს რაიონის მესვეურებმა.
რაიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობებით ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის 100 წელი, პერიოდი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან დღემდე.
,,მზეკაბანელებმა“ თეატრალიზებული წარმოდგენით გააცოცხლეს 1989-2008წლებში განვითარებული მოვლენები:9აპრილის ტრაგედია,დამოუკიდებლობის აქტის აღდგენა,სამოქალაქო ომი,სამაჩაბლოსა და აფხაზეთის მოვლენები.
დიდი მადლობა წამყვანებს X კლასის მოსწავლეებს:ლანა ჭანტურიძესა და გიგი კუბლაშვილს. წარმოდგენის მონაწილე VIII,IX,X კლასის მოსწავლეებს.
დირექტორის მოადგილეს აზა მემანიშვილს. პედაგოგებს:ხათუნა დიდიძეს,მაია გოგბერაშვილს,ნანა სვანიძეს,სალომე ისაკაძეს,გულთამზე კუბლაშვილს.განსაკუთრებული მადლობა რეკვიზიტების ავტორს რენადა აბჟანდაძეს.
Leave a reply