” მათემატიკა და ლირიკა”

ასეთი გახლდათ პროექტი,რომლის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს შემოგვთავაზეს მერვეკლასელმა მზეკაბანელებმა.👍👏👌( პედაგოგები – ინგა გაბრიჭიძე და ქეთევან კირკიტაძე)
45 წუთის განმავლობაში აუდიტორია სულგანაბული უსმენდა თითოეულ მონაწილეს,რომლებმაც მართლაც საოცარ “სამყაროში” გვამოგზაურეს!🥰👍👏👏👏🥰
ეს იყო უმაღლეს დონეზე დახვეწილი და წარმოდგენილი სანახაობა,რომელიც გნუსხავდა და თან სიამოვნებას განიჭებდა.
გარემო…ინტერიერი…მოსწავლეებისა და პედაგოგების ვიზუალი ცალკე საუბრის თემაა.👌🤗❤️👏
მეორე რიგში ვიჯექი, მეშინოდა არაფერი გამომრჩენოდა თვალსაწიერიდან, ამიტომ ჩემი სკამით გადავჩოჩდი წინ, რომ თხუთმეტივესთვის ერთდროულად მემზირა🙈🤩….
რიცხვები ყველას რომ უყვარდეს, სამყარო სხვანაირი იქნებოდაო….სიტყვას ფრთები აქვს, როცა. გულიდან მოდისო….ლირიკა სამყაროს სუნთქვააო……რამდენი ლამაზი ფრაზა მოვისნინეთ დღეს👌🤗❤️
ამ პროექტით დავრწმუნდით, რომ “ლირიკა და მათემატიკა ორი სამყაროა, მათი შეხება თითქოს შეუძლებელია, მაგრამ სულ მცირე ნაპერწკალი კმარა,რომ რიცხვი ლექსად იქცეს, ლექსი კი – განტოლებად”.
ამ პეზენტაციის მიღმა დიდი შრომა იყო ჩადებული,როგორც პედაგოგების,ასევე მოსწავლეების მხრიდან!🤗👏 საოცრად დახვეწილი მეტყველებითა და ემოციური წარდგინებით ნამდვილად დაიმსახურეს დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება!❤️👏👏👏
იქ კი ვთქვი და აქაც უნდა გავიმეორო, დღევანდელი წარმოდგენით მათ მხოლიდ კლასის კი არა, მთელი მზეკაბანის თამასა ასწიეს ძალიან მაღლა, მჯერა,რომ მომავალში კიდევ შემოგვთავაზებენ საუკეთესო პროექტებს!
მადლობა ბავშვებო, მადლობა პედაგოგებო, ქეთევან და ინგა, როგორ ვამაყობთ თქვენით, მადლობა კოლეგებო ,სტუმრობისა და საუკეთესო მსმენელობისათვის! ❤️❤️🥰
თურმე ყველა ადამიანში ” ზის პატარა
პოეტი”🤩ამაში დღეს დავრწმუნდით ,როცა ქეთი მასწავლებლის რითმებით გადმოცემული სათქმელი მოვისმინეთ პრეზენტაციის დროს:
გინდა იყო ლირიკოსი…
ზოგჯერ – კარგი კრიტიკოსი,
მაშინ გრძნობას მიეც გული,
ემოციებს მართავს სული.
წრიულია სიყვარული-
გასცემ, უკან გიბრუნდება.
პირამიდას ემსგავსება კაცი
ფიქრში თუ იზრდება..
სამი არსი იბადება,
სამკუთხედი არის რწმენა,.
უსასრულოდ თუ არწიე
შემეცნების საქანელა.
ამ პოსტით ძნელია გადმოვცე ის ემოცია,რომელიც პრეზენტაციის პირველივე წუთებიდან დამეუფლა და კიდევ დიდხანს გამყვება, მაგრამ მაინც ვეცადე…ასეთი რამ თავად უნდა ნახო…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *