„მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება! “

” მზეკაბანი-2007″-ის VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სულიერი და შემეცნებითი ღონისძიება – „მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება“.
ეს დღე სიყვარულის, სიკეთის, ურთიერთპატივისცემისა და მოყვასზე ზრუნვის მნიშვნელობას მიეძღვნა. მოსწავლეებმა გულწრფელად და სიყვარულით წარმოადგინეს თემასთან დაკავშირებული ჩანახატები და მოსაზრებები, პატარა სცენარები და კომპოზიციები, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
Ბავშვები დიდი სიფრთხილით მოგვითხრობდნენ ქრისტეს ათი მცნების შესახებ, თეატრალურ ფორმატში გაგვიცოცხლეს წმინდა ბერი პაისი, თავადაც გულწრფელი ცრემლი მოერიათ და სტუმრებსაც.
გულითად მადლობას ვუხდით ღონისძიების სტუმრებს, მამა ანდრიასა და მამა სპირიდონს, მობრძანებისა და სულიერი სიტყვებისთვის.
ასევე მადლობას ვუხდით მშობლებს მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს – მონდომებისა და შრომისთვის. Ვემადლიერებით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღის წარმატებით ჩატარებაში თავისი წვლილი შეიტანა.
განსაკუთრებული მადლიერება ეკუთვნის ჩემს სულიერ დებს, ღვანკითისა და თუზის საჯარო სკოლების დირექტორებს, ქალბატონ ინგა ჯალიაშვილს და ხათუნა გავაშელაშვილს, კერძო სკოლის დირექტორს, ბატონ ვახტანგ ცხადაძეს, ხარისხის მართვის მენეჯერს აზა მემანიშვილს – ყველას, ვინც სიყვარულითა და კეთილი გულით გვერდში დაგვიდგა.
Მადლობა რენადა, შორენა, თამთა, ანა, ლია, ლონდა, მაია ინგა, თეა- გულწრფელი დახმარებისა და თანადგომისთვის.
Ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქეთევან კირკიტაძე. Ადამიანის Გული და სული, უღალატო მეგობარი და საიმედო კოლეგა. Არასოდეს დამავიწყდება
Მისი თანაგრძნობა და ღონისძიების მზადების პროცესში უდიდესი ჩართულობა. Ის ჩემნაირად ღელავდა და განიცდიდა. Მადლობა ჩემო ქეთი🥰.
დაე, დღევანდელი გზავნილი თითოეული ჩვენგანის გულში დარჩეს. ღმერთთან მისასვლელი გზა ხშირად სწორედ მოყვასის გულზე გადის.
“ადამიანის სული ცხოვრობს ჩვენში ისევე, როგორც ყვავილი ქარში. Მას არ აქვს ხმა, მაგრამ აქვს Გამძლეობა”.
Ამ გამძლეობას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *