დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

დედის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში II კლასში ხელოვნების გაკვეთილი ჩაატარა მშობელმა,თერჯოლის სამხატვრო სკოლის პედაგოგმა, ქალბატონმა ნინო ჩხიკვაძემ.მოსწავლეებისათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა პრაქტიკული სამუშაო.მათ დაამზადეს მისალოცი ბარათები საკუთარი დედებისათვის.
მუშაობის პროცესი იყო მეტად სახალისო და საინტერესო.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ქალბატონ ნინო ჩხიკვაძეს სასკოლო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის, ულოცავს მას ,,დედის დღეს“ და უსურვებს მომავალ წარმატებებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *