მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” მეორეკლასელებმა ინგლისურენოვანი ზღაპარი „The Gingerbread Man“

პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების დახმარებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქეს. მათ სცენაზე გადმოიტანეს არა მხოლოდ ზღაპრის სიუჟეტი, არამედ მთელი წლის განმავლობაში ნასწავლი ინგლისური ლექსიკა, სწორი გამოთქმა და საკომუნიკაციო უნარები💫💜🩵
ბავშვების მონდომება, შემოქმედებითი მიდგომა და თავდაჯერებული გამოსვლა თითოეულ მაყურებელს ნათლად აჩვენებდა, რამდენად დიდი შრომა და სიყვარული იდო ამ წარმოდგენის უკან💚💛💙
განსაკუთრებული მადლობა ინგლისური ენის მასწავლებელს  ნანა სვანიძეს  თავდაუზოგავი შრომის, პროფესიონალიზმისა და ბავშვებისადმი სიყვარულისთვის. სწორედ ასეთი შრომის შედეგია, რომ ბავშვები სწავლას სიხარულითა და წარმატებით ავითარებენ💚🤎🩷
ვულოცავთ ჩემს მეორეკლასელებს ამ ლამაზ და შთამბეჭდავ წარმოდგენას!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *