საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
ტრადიციულად. გაიმართა საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში



მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ქალბატონი მერი ჩაფიჩაძე. გახლდათ. სადაც ასეთი პროფესიონალი პედაგოგია, რა გასაკვირია,რომ იქ ჭადრაკი ყველას უყვარდეს?!


ტურნირს მოუთმენლად ელოდებოდნენ პატარები,რათა მთელი წლის ” ნაშრომი მოემკათ” შეჯიბრზე. და აი, დადგა ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, გამარჯვებულებისა და პრიზიორების დაჯილდოების ცერემონია.



პირველკლასელთა შორის პირველი ადგილი ერგო ლაზარე დალალიშვილს
მეორე საპრიზო ადგილზე ილია კინწურაშვილი გავიდა
, მესამე გახლდათ ევა სამანიშვილი
მეორე კლასში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
1. დემეტრე ბაზაძე –

2. საბა ქარქაშაძე 
3. ანდრია შეყრილაძე
მესამე კლასში პირველი ადგილი არავის დაუთმო და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა დემეტრე ბლიაძემ

2. მეორე ადგილი წილად ხვდა იოანე ფანჩულიძეს
3. მესამე ხარისხის დიპლომი კი ანდრია რობაქიძემ დაისაკუთრა
მეოთხე კლასშიც ჩატარდა ჭადრაკის ტურნირი, მაგრამ გადავწყვიტეთ,რომ პრიზიორები და გამარჯვებულები მათ გამოსაშვებ საღამოზე დავაჯილდოოთ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე.
1. ლუკა საყვარელიძე
( საიუბილეოდ საკუთარ თავს შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა დღეს)
2. გაბრიელ მდინარაძე
3. ილია მახარაძე
ამავდროულად ჩემპიონატი ჩატარდა ჭადრაკის წრის წევრებს შორის:
პირველი ადგილი დამსახურებულად მოიპოვა მეხუთეკლასელმა გაბრიელ ბლიაძემ
,რა სასიხარულოა,რომ მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გავიდნენ მეორეკლასელები – საბა ქარქაშაძე
და ანდრია შეყილაძე
ვულოცავ ყველა გამარჯვებულს ამ წარმატებას ,ხოლო უღრმესი მადლობა ყოველივე ამის შემოქმედს – მერი მასწავლებელს, რომელიც თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი და ამავდროულად, შესანიშნავი ადამიანია! რა კარგია,როცა კოლექტივში მისი მსგავსი კოლეგები გყავს!


მომავალ ტურნირამდე ,ჩემო პატარებო!

სხვა სიახლეები
კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში”
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში" გაიმართა, რომლის პრეზენტაციას მერის მოადგილე მირ...
წარმატება რუსული ენის ოლიმპიადაში
ვულოცავთ ჯუბა არაბიძეს, კიდევ მრავალი წარმატება მოგცეს ცხოვრებამ
Დიდი მადლობა "ერუდიტორს" მოსწავლეთა განვითარებაზე ზ...
„მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება! “
" მზეკაბანი-2007"-ის VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სულიერი და შემეცნებითი ღონისძიება - „მოყვასის გულთან ღმე...
საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
ტრადიციულად. გაიმართა საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ქალბატონი მერი ჩაფიჩაძე. გახლდათ...
” მათემატიკა და ლირიკა”
ასეთი გახლდათ პროექტი,რომლის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს შემოგვთავაზეს მერვეკლასელმა მზეკაბანელებმა.( პედაგოგები - ინგა გაბრიჭიძ...
ბავშვთა დაცვის დღე
საოცრად ლამაზი, ფერადი, კაშკაშა იყო დღეს ჩვენი კოპწია ქალაქი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ( მადლობა ყ...
ინტელექტუალური თამაში “რა? Სად? Როდის?
Ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით VII კლასში ჩატარდა მხიარული ინტელექტუალური თამაში "რა? Სად? Როდის?"
Დასასრულს, მათ...
მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” “The big carrot”
დარბაზი სავსე იყო ემოციებითა და სიყვარულით. თითოეულმა მოსწავლემ დიდი პასუხისმგებლობით შეასრულა თავისი როლი.
ვამაყობთ თ...
მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” მეორეკლასელებმა ინგლისურენოვანი ზღაპარი „The Gingerbread Man“
პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების დახმარებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქე...
კალიგრაფიის მასტერკლასი
„მზეკაბანში“ კიდევ ერთი განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო დღე გათენდა
ჩვენს სკოლას სტუმრობდა ...
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!