“მზეკაბანის” სიამაყე – ქალბატონი მანანა წერეთელი.
კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა თერჯოლის ქალთა საბჭოს ისტორიაში. კიდევ ერთხელ იფრქვეოდა ულამაზესი ლექსების სტრიქონები სხდომათა დარბაზში. კიდევ ერთ შემოქმედ ქალბატონს უმასპინძლა თერჯოლის ქალთა საბჭომ. ეს გახლდათ ,,მზეკაბანი-2007”-ის ქართული ენისა და ლიტერტურის მასწავლებელი ქ-ნი მანანა წერეთელი.
ქ-ნი მანანა დაიბადა და გაიზარდა ჭიათურაში. საშუალო სკოლაც იქვე დაამთავრა, რომლის შემდეგაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავისი ცხოვრება თერჯოლას დაუკავშირა, ოჯახიც აქვე შექმნა და პირველი სამუშაო გამოცდილებაც მიიღო რაიონულ გაზეთ ,,თერჯოლის“ რედაქციაში, რის შემდეგაც 20 წელიწადი ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას თერჯოლის N1საჯარო სკოლაში. დღეს კი მისი ცხოვრება და შემოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ,,მზეკაბანთან“- განათლების ერთ-ერთ მძლავრ კერასთან მუნიციპალიტეტში და არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში. ის ამ სკოლის სული და გულია, მისი განუყოფელი ნაწილია, სასკოლო თეატრალური სპექტაკლების სცენარების ავტორი და რეჟისორია. მისი მოსწავლეები კი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასაოცარ შედეგებს დებენ.
ქ-ნ მანანას გამოცემული აქვს ლექსების კრებული ,,მზის საგალობელი“. ახლო ხანებში იგეგმება გამოცემა მისი ახალი ლექსების კრებულისა ,,პირობით ზღვართან“.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ მეუღლე გარდაეცვალა, ცხოვრებისთვის თავი არ დაუხრია. ღირსეულად ზიდა ცხოვრების ჭაპანი და დღეს ხარობს თავისი ოთხი შვილის ბედნიერებით, რომლები აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჰყავს ექვსი შვილიშვილი.
ისე საოცრად გადმოსცა ქ-ნი მანანას პიროვნება მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ, მეთორმეტეკლასელმა ,,მზეკაბანელმა“ გოგონამ, რომ თერჯოლის ქალთა საბჭოს სათქმელიც არ დაგვიტოვა.
,,უეცრად გამეღვიძა, თითქოს ცივი წყალი გადამასხა ვიღაცამ. შიშმა ჭერს მიმაჯაჭვა, მზერა გამეყინა. საძრაობადაკარგულმა გვიან გავაცნობიერე , რომ სკოლაში წასასვლელი ვიყავი. ტელეფონს გადავწვდი, ერთი საათი მქონდა მოსამზადებლად. ცოტა კიდევ დავიცადე. ტვინის უჯრედებს თვალი გადავავლე, ჩავუსაფრდი მოსალოდნელ განცდებს. მხოლოდ ერთი საათი და ჩემი სახლიდან საკლასო ოთახში აღმოვჩნდები. ამ ფიქრმა ჟრუანტელი შემიკიდა, გული ამიჩქარა და დამდორებული სისხლი ამიძრავა ძარღვებში . უეცრად დალაგდა საფიქრალიც და საკეთებელიც, თითქოს ყველა დიდი მასწავლებელი ერთად გამომეცხადა და დამმოძღვრა :
,, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო .
ვინ არის , სიდამ მოსულა , სად არის , წავა სადაო ? „
ამაზე პასუხი ჩემი ძვირფასი მასწავლებლის დახმარებით ვიპოვე . მე არ ვიცი , როგორ უნდა გადმოვცე სიტყვებით მადლიერება და პატივისცემა , რომელთაც მის მიმართ ვგრძნობ . სკოლაში ფეხის შედგმა და ამ საყვარელი ადამიანის დანახვაც კი ჩემთვის ბედნიერი დღის დასაწყისის საწინდარია . მისი თვალები ისეთ სითბოსა და სიყვარულს იტევს, შეუძლებელია, რომ ეს მყისიერად ვერ იგრძნო . ჩემი მასწავლებელი ჩემი იმედია , ჩემი ნათელი წერტილია, სინათლეა უკუნეთში. ის არის პიროვნება, რომელმაც მე ,,ფეხზე დგომა ‘’ მასწავლა. ჩემი მრავალი სასიამოვნო მოგონება სწორედ მას უკავშირდება. მუდამ მემახსოვრება მისი სიამაყითა და სიხარულით გაცისკროვნებული თვალები, თუმცა სულ ასე როდია?! ზოგჯერ საქმიანი კამათი და პოლემიკაც ყოფილა ჩვენ შორის. მთავარი კი ისაა, რომ ჩემს წარმატებებში ,, ლომის წილი ‘’ სწორედ მისია . ჩემი ყველა გრძნობა მისდამი წრფელი და უშუალოა . იგი არ ქმნის ჩარჩოებს , იძლევა შესაძლებლობებს და მიძღვნის საკუთარ თავს, როგორც რესურსს, რომლის ,, გამოყენებაც ‘’ წარმატების გარანტია . ასეთია ჩემი საყვარელი მასწავლებელი .
კრიალოსანივით იკინძება სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე . დრო მიექანება უბელო რაშივით და ყურში კი ჩემი მასწავლებლის სიტყვები მესმის : ,, დროს ფაფარში ჩაეჭიდე, არ ჩამორჩე , მისი სიჩქარით უნდა გაქანდე , რადგან დაკარგულ დროს ვერ დაიბრუნებ ! ‘’ … მე არ დავკარგავ დროს და გავამრავლებ სიყვარულს, ცოდნასა და სიკეთეს, ,, საუკუნო საგზლად ‘’ რომ მიმაქვს ცხოვრების გზაზე ჩემო ძვირფასო მასწავლებელო !“
თერჯოლის ქალთა საბჭო მადლობას უხდის ქ-ნ მანანა წერეთელს ნაყოფიერი პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისათვის, მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს!


სხვა სიახლეები
კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში”
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში" გაიმართა, რომლის პრეზენტაციას მერის მოადგილე მირ...
წარმატება რუსული ენის ოლიმპიადაში
ვულოცავთ ჯუბა არაბიძეს, კიდევ მრავალი წარმატება მოგცეს ცხოვრებამ
Დიდი მადლობა "ერუდიტორს" მოსწავლეთა განვითარებაზე ზ...
„მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება! “
" მზეკაბანი-2007"-ის VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სულიერი და შემეცნებითი ღონისძიება - „მოყვასის გულთან ღმე...
საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
ტრადიციულად. გაიმართა საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ქალბატონი მერი ჩაფიჩაძე. გახლდათ...
” მათემატიკა და ლირიკა”
ასეთი გახლდათ პროექტი,რომლის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს შემოგვთავაზეს მერვეკლასელმა მზეკაბანელებმა.( პედაგოგები - ინგა გაბრიჭიძ...
ბავშვთა დაცვის დღე
საოცრად ლამაზი, ფერადი, კაშკაშა იყო დღეს ჩვენი კოპწია ქალაქი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ( მადლობა ყ...
ინტელექტუალური თამაში “რა? Სად? Როდის?
Ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით VII კლასში ჩატარდა მხიარული ინტელექტუალური თამაში "რა? Სად? Როდის?"
Დასასრულს, მათ...
მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” “The big carrot”
დარბაზი სავსე იყო ემოციებითა და სიყვარულით. თითოეულმა მოსწავლემ დიდი პასუხისმგებლობით შეასრულა თავისი როლი.
ვამაყობთ თ...
მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” მეორეკლასელებმა ინგლისურენოვანი ზღაპარი „The Gingerbread Man“
პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების დახმარებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქე...
კალიგრაფიის მასტერკლასი
„მზეკაბანში“ კიდევ ერთი განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო დღე გათენდა
ჩვენს სკოლას სტუმრობდა ...
21 მარტი, განსაკუთრებულად თბილი და სუფთა გულის მქონე ადამიანების დღეა.
ულამაზესი საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველთვის შეგვახსენებს, რომ სიყვარული და მეგობრობა ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.
...
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მერვე და მეცხრე კლასელი ,,მზეკაბანელები"ასე გამოეხმაურნენ. ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!