„პოზიტიური ვირუსი“

ახალგაზრდული ორგანიზაცია „პოზიტიური ვირუსი“ ჩვენს სკოლას ხარისხის მართვის მენეჯერის  აზა მემანიშვილი წყალობით შეეყარა და საოცარი დღე აჩუქა მზეკაბანელებს! დღეს კი სტუმრად უკვე თავად იყვნენ 🏫
ვირუსი 🦠ხომ ზოგადად გადამდებია, ორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის სხვასაც „გადასდონ” თავიანთი პოზიტივი. ისინი საუბრობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე (რა თქმა უნდა, პრობლემებზეც): ნარკოტიკები, ძალადობა, აგრესია. ცდილობენ, ჩვენი ყოველდღიურობა უკეთესობისკენ შეცვალონ და იბრძვიან ახალგაზრდებს “ჯანსაღი” აზროვნება ჩამოუყალიბონ ,გვიმტკიცებენ იმას, რომ ცხოვრებაში რაოდენ დიდი წერტილიც არ უნდა დავსვათ (ან დაგვისვან), ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ეს წერტილი ახალ დასაწყისად ვაქციოთ!
ასევე, ისაუბრეს ბავშვებზე, რომლებმაც იციან, როგორია არამდგრადი ანუ შეუმდგარი ოჯახი. მკაფიოდ დაგვანახეს, რომ ჩვენი ერთი უწყინარი ხუმრობა სხვისთვის შეიძლება დიდი ტკივილი იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *