” ზღაპრების სამყაროში”
პროექტი ” ზღაპრების სამყაროში” მეოთხეკლასელ ” მზეკაბანელებთან”.მხატვრული ტექსტის ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარების განვითარება ლიტერატურის მასწავლებლის უმთავრესი გამოწვევაა. ამაზე პედაგოგი სწავლების ადრეული საფეხურიდანვე უნდა ზრუნავდეს. ამიტომ მეოთხე კლასში განხორციელებული პროექტის – ” ზღაპრების სამყაროში” – მიზანი იყო მოსწავლეთათვის მხატვრული ტექსტის სტილის წერის სწავლება.
პატარა მეზღაპრეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი ამ პროექტს, რომლის პრეზენტაცია გაიმართა დღეს სკოლის საკონფერენციო დარბაზში.
მოსწავლეებმა იციან, რომ მხატვრულ ტექსტს აქვს შესავალი, იკვრება კვანძი, ხდება მოქმედების განვითარება, რომელიც აღწევს კულმინაციას, იხსნება კვანძი( სადაც ნათელი ეფინება ინტრიგას, რომელიც კვანძის შეკვრისას ჩაიდო) , და ბოლოს თხზულების ფინალია.
პატარების გამოგონებული ამბები ( ზღაპრები)განსაკუთრებული იყო სიუჟეტითაც, ლექსიკური მარაგითაც, შინაგანი ენერგიითა და ენობრივი საშუალებებით.
პატარებს თავიანთი ზღაპრების ვიზუალურ მხარეზეც უზრუნიათ, ზოგს წიგნის ფორმა მიუცია ნაშრომისათვის და ილუსტრაციებით გაულამაზებია, ზოგიერთმა ზღაპარი დიდ პლაკატზე წარმოადგინა, საკუთარი ნახატებითა თუ ფოტომასალით გაამდიდრა.
პროექტში ჩართული იყვნენ მშობლებიც, რაც ამ კლასისათვის არაა უცხო.
პატარებმა საკმაოდ ფართო აუდიტორიის წინაშე შესანიშნავად გაართვეს თავი პრეზენტაციას. მხოლოდ ნიკოლოზ ხოშტარია ჩაერთო დისტანციურად, რომელიც რამდენიმე დღეა იზოლაციაშია.
მოსწავლეებს ამ დღის სამახსოვროდ სკოლის დირექციისაგან გადაეცათ სერტიფიკატები.

სხვა სიახლეები
„პოზიტიური ვირუსი“
ახალგაზრდული ორგანიზაცია „პოზიტიური ვირუსი“ ჩვენს სკოლას ხარისხის მართვის მენეჯერის აზა მემანიშვილი წყალობით შეეყარა და სა...
კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში”
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კონკურსი ,,თერჯოლა ჩვენს ობიექტივში" გაიმართა, რომლის პრეზენტაციას მერის მოადგილე მირ...
წარმატება რუსული ენის ოლიმპიადაში
ვულოცავთ ჯუბა არაბიძეს, კიდევ მრავალი წარმატება მოგცეს ცხოვრებამ
Დიდი მადლობა "ერუდიტორს" მოსწავლეთა განვითარებაზე ზ...
„მოყვასის გულთან ღმერთი გველოდება! “
" მზეკაბანი-2007"-ის VII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა სულიერი და შემეცნებითი ღონისძიება - „მოყვასის გულთან ღმე...
საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში
ტრადიციულად. გაიმართა საკლასო და სასკოლო ჩემპიონატი ჭადრაკში მთავარი მსაჯი და ორგანიზატორი ქალბატონი მერი ჩაფიჩაძე. გახლდათ...
” მათემატიკა და ლირიკა”
ასეთი გახლდათ პროექტი,რომლის შემაჯამებელი პრეზენტაცია დღეს შემოგვთავაზეს მერვეკლასელმა მზეკაბანელებმა.( პედაგოგები - ინგა გაბრიჭიძ...
ბავშვთა დაცვის დღე
საოცრად ლამაზი, ფერადი, კაშკაშა იყო დღეს ჩვენი კოპწია ქალაქი. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მუნიციპალიტეტის მერიამ ( მადლობა ყ...
ინტელექტუალური თამაში “რა? Სად? Როდის?
Ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით VII კლასში ჩატარდა მხიარული ინტელექტუალური თამაში "რა? Სად? Როდის?"
Დასასრულს, მათ...
მესამე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” “The big carrot”
დარბაზი სავსე იყო ემოციებითა და სიყვარულით. თითოეულმა მოსწავლემ დიდი პასუხისმგებლობით შეასრულა თავისი როლი.
ვამაყობთ თ...
მეორე კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გააცოცხლეს ზღაპარი” მეორეკლასელებმა ინგლისურენოვანი ზღაპარი „The Gingerbread Man“
პატარებმა თავიანთი ხელით შექმნილი თოჯინების დახმარებით გააცოცხლეს ზღაპრის პერსონაჟები და მაყურებელს დაუვიწყარი წუთები აჩუქე...
კალიგრაფიის მასტერკლასი
„მზეკაბანში“ კიდევ ერთი განსაკუთრებული და ძალიან სასიამოვნო დღე გათენდა
ჩვენს სკოლას სტუმრობდა ...