მათემატიკის წრე ,, ნორჩი მათემატიკოსი,,
წრის მიზანი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს მათემატიკური ტერმინების, გეომეტრიული ფიგურების, რიცხვების , მოქმედების ნიშნების აღქმისა და პრაქტიკაში გამოყენების საწყისი უნარ – ჩვევები.
საწრეო მუშაობის განრიგი:
| № | თარიღი
|
თემა | აქტივობები | რესურსები |
| 1 | 7.02.2019 | ამოვიცნოთ, დავასახელოთ და გავაფორმოთ რიცხვები | გაეცნობიან წრეობრივი მუშაობის წესებს.
გაიხსენებენ რიცხვებს, გამოსახავენ და გააფორმებენ მარცვლეულით და პლასტილინით.
|
ფურცელი
ფანქარი ლეპტოპი დაფა ცარცი მარცვლეული პლასტილინი |
| 2 | 14.02.2019 | გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით დავხატოთ „სახლი, მანქანა და ხე“ | გაიხსენებენ გეომეტრიულ ფიგურებს, დაასახელებენ ფიგურების ნაწილებს, მასწავლებლის ნიმუშის და ინსტრუქციის შემდეგ შექმნიან ნახატებს. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი დაფა, ფერადი ფანქრები, საშლელი,სათლელი ცარცი,
|
| 3 | 21.02.2019 | რიცხვების და ასოების მიმდევრობა დავალაგოთ ზრდადობის მიხედვით და წავიკითხოთ მიღებული სიტყვები | მოსწავლეები გაეცნობიან ჯგუფებად მუშაობის წესებს, დაურიგდებათ ბარათები , რიცხვების და ასოების მიმდევრობას დაალაგებენ ზრდადობის მიხედვით და წაიკითხავენ მიღებულ სიტყვებს |
ფურცელი, სამუშაო ბარათები უბრალო ფანქარი დაფა, ფერადი ფანქრები, საშლელი,სათლელი ცარცი,
|
| 4 | 28.02.2019 | დავეხმაროთ ბაჭიას მაგალითების ამოხსნაში | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი იმუშავებს მეგობრულად და წარადგენენ ნამუშევარს. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი საშლელი,სათლელი ცარცი.
|
| 5 | 7.03.2019 | დავეხმაროთ ბაჭიას ამოცანის პირობის გაგებაში და ამოხსნაში | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას , იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი საშლელი,სათლელი ცარცი, დაფა
|
| 6 | 21.03.2019 | სახალისო ამოცანები | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას , იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი საშლელი,სათლელი ცარცი, დაფა
|
| 7 | 28.03.2019 | იპოვე შეცდომები და გაასწორე | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო ბარათები, რომელზეც ამოხსნილია მაგალითები, მოსწავლეებს ევალებათ შეცდომების აღმოჩენა და გასწორება. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი საშლელი,სათლელი ცარცი, დაფა
|
| 8 | 4.05.2019 | ვინ იქნება პირველი | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილი გაეცნობა ამოცანის პირობას , იმუშავებენ და წარადგენენ ამოცანის მოკლე ამონახსენს. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი, ცარცი, დაფა
|
| 9 | 11.04.2019 | რატომ და სად გვჭირდება მათემატიკა | მოწვეული გვყავს ორი მშობელი, რომელთა პროფესია მათემატიკასთან მჭიდრო კავშირშია, გააკეთებენ მოკლე პრეზენტაციას, უპასუხებენ მოსწავლეთა შეკითხვებს და ბავშვების აზრსაც მოისმენენ. | ფურცელი,
უბრალო ფანქარი დაფა ცარცი
|
| 10 | 18.04.2019 | ვიანგარიშოთ ფულით | მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ქართული ფულის წარმოშობის ისტორიას, წყვილებს ურიგდებათ სამუშაო ბარათები და განსაზღვრული რაოდენობის თანხა, ევალებათ თანხის სწორად განაწილება, რათა ჩამონათვალში მოცემული ნივთების შეძენა შეძლონ. | ფურცელი, ქაღალდის ფული, უბრალო ფანქარი,
კალამი, დაფა, ცარცი
|
| 11 | 25.04.2019 | ჩამალული ცირები და ფიგურები | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველა წყვილის ურიგდება სამუშაო ბარათები, რომელზეც მოცემულია ჩამალული ფიგურები და ციფრები, მოსწავლეებს ევალებათ მათი აღმოჩენა და რაოდენობის დათვლა. | სამუშაო ფურცელი,
უბრალო ფანქარი კალამი საშლელი,სათლელი ცარცი, დაფა
|
| 12 | 2.05.2019 | რამდენი კვირაა თვეში, წელიწადში | მასწავლებლის ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, კალენდრის და სეზონის ხის გამოყენებით ეცნობიან წელიწადის დროებს და კვირეების რაოდენობას. | კალენდარი,
სეზონების ხე, ცარცი, დაფა
|
| 13 | 16.05.2019 | სიგრძის საზომი ერთეულები, გავიგოთ ჩვენი სიმაღლე | მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება, სიგრძის საზომ ერთეულებზე, გაზომავენ რამდენიმე საგანს, ასევე დაადგენენ საკუთარ სიმაღლეს და დაწერენ დაკვირვების ფურცელზე.
ბოლოს კი ისაუბრებენ წრეობრივი მუშაობის ირგვლივ. |
სახაზავი, კალამი, რვეული, წიგნი, კედლის სახაზავი, აღრიცხვის ფურცელი,
კალამი, ცარცი, დაფა
|